კორონავირუსის გამო, პოლონეთის მთავრობა ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო ღონისძიებას აუქმებს
კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პოლონეთის მთავრობა ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო ღონისძიებას აუქმებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, პოლონეთში კორონავირუსის 17 შემთხვევა ფიქსირდება, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიასთან და ჩეხეთთან სასაზღვრო პუნქტებზე მოქალაქეების შემოწმება დაიწყება.
კორონავირუსის გამო, ქვეყნის პრეზიდენტი ანჯეი დუდა წინასაარჩევნო ღონისძიებების ფარგლებში, საჯარო შეკრებებს წყვეტს.