კორონავირუსის გამო, ოკუპირებული აფხაზეთი 14 მარტიდან ე.წ. გამშვებ პუნქტებს კეტავს
კორონავირუსის გამო, ოკუპირებული აფხაზეთი 14 მარტიდან ე.წ. გამშვებ პუნქტებს კეტავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას გადაწყვეტილებით, 14 მარტიდან ე.წ. გამშვები პუნქტები იკეტება. როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, ამის მიზეზი კორონავირუსის საფრთხეა.

„იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 14 მარტის 20:00 საათიდან კეტავს აფხაზურ-ქართულ საზღვარზე გამშვებ პუნქტებს ყველა კატეგორიის მოქალაქეებისთვის, ენგურჰესის თანამშრომლების გამოკლებით“, – აღნიშნულია ბგანბას ე.წ. ბრძანებულებაში.