კორონავირუსის გამო, ირანში სკოლები და უნივერსიტეტები 20 მარტამდე დაიხურა
ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო, ქვეყნის მასშტაბით სკოლები და უნივერსიტეტები 20 მარტამდე დაიხურა. ინფორმაციას „ბიბისი“ ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსით სამი ათასი ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 107-მდე გაიზარდა.