კორონავირუსის გამო, ევროპარლამენტი ტელეკონფერენციის ფორმატში მუშაობის საკითხს განიხილავს
კორონავირუსის გამო, ევროპარლამენტი ტელეკონფერენციის ფორმატში მუშაობის საკითხს განიხილავს

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ევროპის პარლამენტი შეხვედრებისა და პლენარული სესიების ტელეკონფერენციის ფორმატში გამართვის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს საკითხი სერიოზულად განიხილება და უფრო მეტი ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.