კორონავირუსის გამო ჩინეთიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
თვითმფრინავი, რომლითაც ჩინეთიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, ბორისპოლის აეროპორტში დაეშვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი ჯანმრთელია და მათ კორონავირუსის არც ერთი სიმპტომი არ აქვთ.
თვითმფრინავში უკრაინის 45 და უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე იმყოფებოდა.