კორონავირუსის გამო, ჩეხეთში სკოლები დახურეს

13:58, 10.03.2020

ჩეხეთში კორონავირუსის გავრცელების გამო სკოლები დახურეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიჩმა მიიღო.

პრემიერის განკარგულებით, ვირუსის გავრცელების გამო, ასევე აიკრძალება ღონისძიებების გამართვა, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი იკრიბება.

ჩეხეთში ამჟამად კორონავირუსის 40 შემთხვევაა აღრიცხული.

მსგავსი