ჩეხეთში კორონავირუსის გავრცელების გამო სკოლები დახურეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიჩმა მიიღო.
პრემიერის განკარგულებით, ვირუსის გავრცელების გამო, ასევე აიკრძალება ღონისძიებების გამართვა, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი იკრიბება.
ჩეხეთში ამჟამად კორონავირუსის 40 შემთხვევაა აღრიცხული.