ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მომავალი წლისთვის ქვეყნის ფინანსური და თავდაცვითი საჭიროებები დაახლოებით 115 მილიარდს შეადგენს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მომავალი წლისთვის ქვეყნის ფინანსური და თავდაცვითი საჭიროებები დაახლოებით 115 მილიარდს შეადგენს.
მისივე თქმით, თანხის ნაწილზე პარტნიორებისგან დადებითი სიგნალები უკვე მიიღო.
ზელენსკის განმარტებით, რიცხვები თავდაცვის მინისტრთან, არმიის მთავარსარდალთან და სამხედრო სექტორთან ერთად გაიანგარიშეს. ამის შემდეგ უკრაინულმა მხარემ ისინი კომისიას წარუდგინა.
„ჩვენ ეს ყველაფერი ვაჩვენეთ. კომისიამ ყველა დოკუმენტი ნახა და გაიგო, რომ ეს ნამდვილად უზარმაზარი თანხაა. ბოდიში, რომ ფულზე გვიწევს საუბარი, მაგრამ ომში ვართ. დღეისთვის ეს ძალიან დიდი თანხაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 45 მილიარდი უკვე მობილიზებულია, ეს კრედიტის მეორე ნაწილია. ამას გარდა, საჭიროებები კიდევ 70 მილიარდით იზრდება, ანუ საერთო თანხა 115 მილიარდს აღწევს.
„წარმოგიდგენიათ, რა დიდი გამოწვევაა ეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
Zelensky:
We need $115 billion next year. https://t.co/aX9UBBclqI
— Clash Report (@clashreport) November 19, 2026