კორონავირუსის გამო, ავსტრალიის კათოლიკურმა ეკლესიამ ზიარების წესები გაამკაცრა
კორონავირუსის გამო, ავსტრალიის კათოლიკურმა ეკლესიამ ზიარების წესები გაამკაცრა. ინფორმაციას „ავსტრალიანი“ ავრცელებს.
კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებმა მოუწოდეს ზოგიერთი რელიგიური რიტუალის დროს შეზღუდვები დაწესდეს. კერძოდ, საუბარია ზიარების დროს ღვინის საერთო ჭურჭლიდან მიღების შეზღუდვაზე.
ავსტრალიის კათოლიკური ეკლესიის გადაწყვეტილებით, ნაკურთხი წყლის სავსე ჭურჭელი ეკლესიაში დროებით ცარიელი იქნება, რათა კორონავირუსის გადაცემა არ მოხდეს.
ამასთან ერთად ავსტრალიის კათოლიკური ეკლესია მოუწოდებს, იმ მოქალქეებს, ვისაც ვირუსი ყველაზე მეტად ემუქრებათ, დროებით თავი შეიკავონ მესაზე მისვლისგან და „სახლებში ილოცონ“.