კორონავირუსის გამო აშშ-ში ევროპული ფრენების აკრძალვის შემდეგ, ევროპაში აქციების ფასები მკვეთრად დაეცა
კორონავირუსის გამო აშშ-ში ევროპული ფრენების აკრძალვის შემდეგ, ევროპაში აქციების ფასები მკვეთრად დაეცა.
ვაჭრობის დაწყებიდან მოკლე დროში, ლონდონის ინდექსი, „ეფ-თი-სი-ი“-ს ინდექსი 5.3 პროცენტით, ფრანკფურტის „დაქს 30“, 5.8 პროცენტით, პარიზის „სი-ეი-სი 40“ 5.1 პროცენტით, მადრიდის საფონდო ბირჟა კი 5.5 პროცენტით დაეცა.
აშშ-ში ევროპიდან ფრენების აკრძალვაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებამ, უარყოფითი გავლენა იქონია აზიურ ბაზრებზეც. აქციები მანამდე კორონავირუსის გავრცელებამ გააუფასურა.
ტოკიოს აქციები 4.4 პროცენტით დაეცა, სიდნეიმ 7.4 პროცენტი დაკარგა, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ პირველად მოხდა. ჰონგ-კონგის აქციები 3.5 პროცენტით, შანხაის კი 1.5 პროცენტით დაეცა. სამოგზაურო აკრძალვამ 4.6 პროცენტით გააუფასურა ნავთობის ფასიც. ბარელი ნედლი ნავთობი ბაზარზე 34.14 დოლარად იყიდება.