კორონავირუსის გამო, აშშ-მა ევროპიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიღება 30 დღით შეაჩერა
კორონავირუსის გავრცელების გამო, აშშ ევროპიდან უცხოელების მიღებას აჩერებს. აკრძალვა 13 მარტის შუაღამიდან 30 დღით ამოქმედდება. გამონაკლისი მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის დაიშვება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სპეციალური მიმართვისას განაცხადა.
„გამონაკლისი გაკეთდება მხოლოდ ამერიკელებისთვის, რომლებიც გადიან სპეციალურ შემოწმებას. შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება დიდ ბრიტანეთზე“, – აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა ვერ შეძლო უსაფრთხოების ისეთი ზომების ამოქმედება, რაც აშშ-მა.
დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ზომები მგზავრების როგორც საჰაერო, ისე საზღვაო გადაყვანის შეჩერებას გულისხმობს. ამას გარდა, შეზღუდვები შეეხება ევროპიდან აშშ-ში სატვირთო გადაზიდვებსაც.
დონალდ ტრამპმა ასევე მოუწოდა კონგრესს, მიიღოს ზომები საგადასახადო ტვირთის შესამსუბუქებლად აშშ-ის ეკონომიკაზე კორონავირუსის გავრცელების ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში.
კოორნავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა უკვე აშშ-ს 24 შტატში მოქმედებს. გარდაცვლილია 38 ადამიანი. კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 1200-ს აჭარბებს.