კორონავირუსის გამო, ალბანეთში მინისტრებს ხელფასი გაუნახევრეს.
შესაბამისი გადაწყვეტილება ალბანეთის პრემიერ მინისტრმა ედი რამამ მიიღო.
„მათ ვისაც მეტი ხელფასი აქვს, გადაიხადა მოუწევთ და მათ უნდა შეიტანონ წვლილი კორონავირუსთან ბრძოლაში“, – განაცხადა ედი რამამ.
ამასთან ერთად, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ სამედიცინო პერსონალი 25 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს. 100 მილიონი დოლარი იქნება გამოყოფილი კომპანიებისთვის, რათა მათ თანამშრომლების სახელფასო დავალიანების გადახდა შეძლონ. მოქალაქეები, რომლებიც მძიმე ეკონომიკურ მდგომაროებაში არია 6,5 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეები ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობისთვის დაწესებული ჯარიმები გაუქმდება. კომპანიები პირველ ივნისამდე გადასახადებისგან გათავისუფლდებიან.
დამატებით ფინანსურ დახმარებას ასევე მიიღებს თავდაცვის სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების სამსახური.
ალბანეთში ამჟამად კორონავირუსით 64 ადამიანია ინფიცირებული.