დღეს დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებიდან ორი რუსთავის ცხელების ცენტრში დაფიქსირდა
დღეს დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებიდან ორი რუსთავის ცხელების ცენტრში დაფიქსირდა

დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან „კოვიდ-19“ რუსთავის ცხელების ცენტრის ორ პაციენტს დაუდგინდა.

ერთ-ერთი მათგანი საშუალო ასაკის ქალია და ის ე.წ. გაჩიანის დასახლებაში მცხოვრები, კოვიდინფიცირებული 65 წლის ქალის კონტაქტია.

რაც შეეხება მეორე პაციენტს – მამაკაცი, ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, თუმცა სხვა სოფლიდან.

პაციენტები ამ დროისთვის ცხელების ცენტრში არიან მოთავსებულნი.

რუსთავის ცხელების ცენტრში საკუთარი ტესტის პასუხს „კოვიდ-19“-ზე ამ დროისათვის კიდევ სამი პაციენტი ელოდება.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 1010 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ოთხი დღეს დაფიქსირდა.