კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი ბათუმში გამოვლინდა, პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს
კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა ბათუმში. დღეს ლაბორატორიაში გაგზავნილი ოთხი ანალიზიდან სამის პასუხი უარყოფითია, ერთის კი დადებითი აღმოჩნდა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ინფიცირებული პირი, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, კლინიკაში 24 მარტს მოთავსდა. ის საავადმყოფოში სარფის საბაჟოდან თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ გადაიყვანეს.
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში ექვსი პირია მოთავსებული.
ბათუმში კორონავირუსი სულ რვა პირს დაუდგინდა. მათგან ორი ავსტრიის მოქალაქეა, რომლებმაც საქართველო სპეცრეისით უკვე დატოვეს.
ბათუმის საკარანტინო ზონაში რჩება 1300-ზე მეტი მოქალაქე.