კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან, ექვსი ბათუმში დაფიქსირდა
ბათუმში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი მათგანი იმ პირის კონტაქტებია, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა.
ექვსიდან ორი თურქეთის მოქალაქეა, ისინი სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან. ინფიცირების დადასტურების შემდეგ ისინი საკუთარი სურვილით დღეს თურქეთის კლინიკაში გაემგზავრებიან სამკურნალოდ.
ოთხი საქართველის მოქალაქე კი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც პაციენტთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.