კორონავირუსის დღეს დადასტურებული ორი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ბათუმში დაფიქსირდა
კორონავირუსის დღეს დადასტურებული ორი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ბათუმში დაფიქსირდა.
როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა, ამჯერად კორონავირუსი 30 წლამდე მამაკაცს დაუდასტურდა, რომელსაც გერმანიასა და ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
მამაკაცი კარანტინში შვიდი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
ინფიცირებულის ტესტთან ერთად ლაბორატორიაში კიდევ 11 ანალიზი იყო გადაგზავნილი, თუმცა ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
ამჟამად, ბათუმში სულ შვიდი ინფიცირებულია. მათგან ექვსის მდგომარეობა არის სტაბილური, ერთის – 70 წლის ქალის მდგომარეობა კი, საშუალო სიმძიმის.
ინფიცირებულები ბათუმის ინფექციურ საავადმყოფსა და კლინიკა „მედალფაში“ არიან გადანაწილებულები.
აჭარაში კარანტინში ამ დროისათვის 1800-ზე მეტი პირი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის სულ 81 შემთხვევაა დადსტურებული, აქედან 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა.