კორონავირუსის დღეს დადასტურებული 259 შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსის დღეს დადასტურებული 259 შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის დღეს დადასტურებული 259 შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა.

რეგიონში ბოლო 24 საათში 4 000-ზე მეტი „პისიარ“ ტესტი ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარის რეგიონის რვა კლინკაში 497 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროებში კი 700-მდე პირი რჩება. ამასთან, ბინაზე მკურნალობს ასამდე პირი.

გასულ ღამეს კლინიკებში გამოჯანმრთელდა ცხრა პირი, კოვიდსასტუმრო კი 38-მა პაციენტმა დატოვა.

ინფიცირებულ პაციენტებს შორის სულ 47 არასრულწლოვანია, ორსულთა რაოდენობა კი 14-ს შეადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კლინიკებში თავისუფალია 90 – ზე მეტი ადგილი.