კორონავირუსის დღეს დადასტურებულ შემთხვევებს შორის ორი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდანაა
დღეს დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით ბოლნისში კორონავირუსის ინფექცია ორ პირს დაუდგინდა.
ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა ამ დრომდე სოფელ მუშევანში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. ამ დროისთვის უკვე სოფელში 28 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
გუშინ სულ 40 პირის საკვლევი მასალა გადაიგზავნა ლაბორატორიაში.
საერთო ჯამში ბოლნისის მუნიციპალიტეტში 120 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 15 გამოჯანმრთელდა სამი კი, გარდაიცვალა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინში 96, თვითიზოლაციაში კი, 215 პირი იმყოფება.