კორონავირუსის დღეს დადასტურებულ შემთხვევებს შორის ხუთი პაციენტი ბოლნისიდანაა
ბოლნისში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 86-მდე გაიზარდა. ბოლნისის მერიის ინფორმაციით, დღეს მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, კორონავირუსის ინფექცია ბოლნისის მკვიდრ კიდევ ხუთ პირს დაუდასტურდა.
ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა სოფელ ხატისოფელსა და სავანეთში დადასტურებული შემთხვევების კლასტერია. შესაბამისად, ამ პირების ინფექციის წყარო ცნობილია. ამ დასახლებებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
საერთო ჯამში, ლაბორატორიაში 164 პირის ბიოლოგიური ნიმუში იყო გაგზავნილი. მათგან ხუთი დადასტურდა, 132 პირის შემთხვევაში კი, კორონავირუსი არ დადასტურდა. ამ დროისთვის 37 ანალიზის კვლევა გრძელდება.