კორონავირუსის დაფიქსირების გამო, სოფელ ინგირის მეორე საჯარო სკოლის ორი კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
კორონავირუსის დაფიქსირების გამო, სოფელ ინგირის მეორე საჯარო სკოლის ორი კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ზუგდიდში, სოფელ ინგირის მეორე საჯარო სკოლის მეოთხე და მეხუთე კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სკოლის დირექციამ მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსი ამავე კლასებში ორ მოსწავლეს დაუდასტურდა.

სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მარინე ლოლაძის ინფორმაციით, მოსწავლეებს „კოვიდ-19“ გეგმური ტესტირების შედეგად გამოუვლინდათ, რის გამოც, 32 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის სკოლის შვიდი კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა, თუმცა ორშაბათიდან სწავლების ჩვეულ რეჟიმს სკოლის ხუთი კლასი დაუბრუნდება.

ინგირის მეორე საჯარო სკოლაში 322 მოსწავლე სწავლობს. კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, სკოლაში ყოველდღიურად ტარდება დეზინფექცია, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უტარდებათ თერმოსკრინინგი და საკლასო ოთახებში დაცულია მერხებს შორის დისტანცია.