კორონავირუსის დადასტურებულ ახალ შემთხვევებს შორის ოთხი ქობულეთს უკავშირდება
ინფიცირების კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა ბათუმში, რომელიც ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. მათ შორის ერთი არასრულწლოვანი – 10 წლამდე მოზარდია. იგი დედასთან ერთად იმყოფებოდა სტუმრად ქობულეთში. ინფიცირებულია მოზარდის დედაც. ორივე მათგანი გადაყვანილია ქუთაისში. ორი პირი კი, ქობულეთის მკვიდრია და იმყოფება კლინიკა „მედალფაში“.
გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარის რეგიონში 72 პირი გამოიკვლიეს, მათ შორის 13 იყო ქობულეთის კლასტერიდან და სწორედ ოთხ მათგანს აღმოაჩნდა ვირუსი.
ამ დროისთვის, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით მოკვლეულია 410 კონტაქტი, 210 გამოკვლეულია. კლასტერთან დაკავშირებით, დღეის მონაცემებით, 29 შემთხვევა დადასტურდა, რასაც ემატება ფოთისა და ბაღდადის სამი შემთხვევაც.