საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევიდან შვიდი გურიაში გამოვლინდა.
სახელმწიფო რწმუნებულის, ზურაბ ნასარაიას ინფორმაციით, „კოვიდ-19“, ძირითადად, სოფელ ლაითურში დაფიქსირდა. მისივე თქმით, რეგიონში მიზნობრივი და გეგმური ტესტირება გრძელდება.
„ამ დილის მონაცემებით, გვაქვს შვიდი ახალი შემთხვევა. ყველა სოფელი ლაითურის მცხოვრებია და ისინი აქამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ამ სოფელში კვლავ შეზღუდულია გადაადგილება, ფუნქციონირებს ბლოკ პოსტი. მიმდინარეობს გეგმური და მიზნობრივი ტესტირება. გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევები“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, გურიის რეგიონში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 150-მდე შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია 43 პირი.