გურიაში ისევე, როგორც მთელ საქართველოში „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო. ბოლო 24 საათში გურიაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება.
„ოზურგეთში გრძელდება მოსახლეობის ტესტირება. ვითარება მშვიდია. შეინიშნება კორონავირუსის შემთხვევათა კლების დინამიკა. ვახორციელებთ „პისიარ“ კვლევებს. მოსახლეობას ასევე საშუალება აქვს, ჩაიტაროს სწრაფი ტესტიც. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილებაში.