კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან სამი გორის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა
გორის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსი დაუდასტურდა სოფელ ქიწნისში მცხოვრებ ორ პირს, ორივე მათგანი გორში ქორწილში მყოფთა კონტაქტს განეკუთვნება.
რაც შეეხება მესამე პირს, ამ შემთხვევაში ინფიცირება გორის „ცხელების ცენტრში“ მყოფ პირს უკავშირდება.
სოფელ ქიწნისში კვლავ გამკაცრებულია კონტროლი და მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ქიწნისში საერთო ჯამში „კოვიდ-19“-ის რვა შემთხვევაა დადასტურებული.
აღსანიშნავია, რომ დღეს შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 89 პირის ნიმუშის პასუხი გახდება ცნობილი.