კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან სამი ფოთში გამოვლინდა, ინფიცირებულები ექთნები არიან
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებული კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან, სამი ფოთში გამოვლინდა. ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, სამივე ინფიცირებული ექთანია და მათ „კოვიდ-19“ გეგმური ტესტირების დროს აღმოაჩნდათ.
„გეგმური გატესტვის დროს, სამ ექთანს ამოუვიდა დადებითი პასუხი. ორი ფოთელია, ერთი სუფსიდანაა. სამივე უსიმპტომოა და გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში.
კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. დღეს გვყავს 19 კოვიდპაციენტი, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.