კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან რვა აჭარაში დაფიქსირდა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნონა ეფაძის განცხადებით, ყველა შემთხვევის ინფიცირების წყარო და კონტაქტი ცნობილია.
„ინფიცირებულთაგან ორი კარანტინში იმყოფებოდა, მათ უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ, ანუ შემოტანილი შემთხვევაა, ოთხი არის იმ სატვირთო ავტომანქანის მძღოლის კონტაქტი, რომელსაც „კოვიდ-19“ რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.ინფიცირებულები მისი ოჯახის წევრები არიან, თუმცა იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. ორი ქობულეთში ბოლო დროს სასტუმროში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია“, – განაცხადა ნონა ეფაძემ.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 ინფიცირებული მკურნალობს. კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი არასრულწლოვანია და სამკურნალოდ მშობელთან ერთად თბილისშია გადაყვანილი.