ბათუმში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში 608 პირის ნიმუში გამოიკვლიეს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან ორი ქობულეთში გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, ორი კი იმპორტირებული შემთხვევაა და პაციენტები საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლები არიან, მათგან ერთი საქართველოს, ხოლო მეორე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, რომელიც მკურნალობის გასაგრძელებლად საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა.
ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 32 პაციენტი მკურნალობს. ერთი პაციენტი, ქუთაისის მკვიდრი ასევე საკუთარი სურვილით გადავიდა ქუთაისში მკურნალობის გასაგრძელებლად.
საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.