კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი აჭარაში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი აჭარაში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ოთხი აჭარაში დაფიქსირდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათგან სამი იმპორტირებულია და ინფიცირებულები კარანტინში იმყოფებოდნენ, ერთი კი, ქობულეთში ბოლოს დაფიქსირებული შემთხვევის კონტაქტია.

ოთხივე ინფიცირებული გადაყვანილია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც დღევანდელი მონაცემებით 30 ინფიცირებული მკურნალობს.