კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი თეთრიწყაროში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი თეთრიწყაროში დაფიქსირდა

თეთრიწყაროში „კოვიდ-19“-ის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ცნობილია, რომ მათგან ერთი ინფიცირებული ე.წ. ექიმთა კლასტერიდანაა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, ამ შემთხვევაში ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს.

„დადასტურდა კიდევ ორი ადგილობრივი მცხოვრებლის კორონავირისით დაინფიცირების ფაქტი“,- განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის ლაბორატორიულად ახალი კორონავირუსის 511 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 156 გამოჯანმრთელდა.