კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი ლენჯერს უკავშირდება, ცხრა დადასტურებულთან კონტაქტს, ორი იმპორტირებულია, ორზე კი, კვლევა მიმდინარეობს
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი ლენჯერს უკავშირდება, ცხრა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ორი იმპორტირებული, ორზე კი, კვლევა მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში საქართველოს პირველ არხზს განუცხადეს.
„ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 15-ს შეადგენს. აქედან ორი ლენჯერის კლასტერია, ცხრა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი იმპორტირებული, ორ ინფიცირებულზე კი, ეპიდკვლევა მიმდინარეობს“, – აცხადებენ ინფექციურში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 336 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, კვლავ 1088 შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტია გარდაცვლილი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.