აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმში ვირუსზე 776 პირი გამოიკვლიეს.
ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ერთი ქობულეთის ე.წ. კაფე „ჰავანას“ კლასტერს უკავშირდება, ხოლო მეორე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია. იგი მკურნალობის გასაგრძელებლად საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა.
ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 29 ინფიცირებული რჩება. რესპუბლიკურიდან სხვა კლინიკებში სამკურნალოდ გადავიდა ასევე ორი პაციენტი. ერთი მცხეთაში, ხოლო მეორე თბილისში, რადგან ისინი სწორედ ამ ქალაქების მკვიდრნი არიან.
საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.