კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი ბათუმში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი ბათუმში გამოვლინდა

კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი ბათუმში დადასტურდა. ორივე შემთხვევა შემოტანილია. ინფიცირებულები საქათველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ.

ამ ორი ინფიცირებულიდან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, მეორე კი სამუშაოდ თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ორივე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კლინიკა დღეს ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. კორონავირუსის ახალი შემთხვევების ჩათვლით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 18 ინფიცირებული მკურნალობს.