კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ხუთი გურიაში გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება.
„სასიხარულოა ინფიცირების შემთხვევათა კლების დინამიკა. ოზურგეთში რამდენიმე ლოკაციაზე ხორციელდება მოსახლეობის გატესტვა. ვახორციელებთ „პისიარ“ კვლევებს. მოსახლეობას საშუალება აქვს, ჩაიტარონ სწრაფი ტესტიც. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილებაში.