კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი აჭარაში დაფიქსირდა, ინფიცირებული კარანტინში იმყოფებოდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი აჭარაში დაფიქსირდა, ინფიცირებული კარანტინში იმყოფებოდა

დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 902 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ამასთან, კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ პირს. ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ინფიცირებული იმყოფებოდა კარანტინში.

ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა ერთმა პაციენტმა და კლინიკიდან გაეწერა. ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს გადის შვიდი პაციენტი.

რეგიონის მასშტაბით ცხელების კლინიკებში მოთავსებულია ერთი პირი. მისი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 31 440 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით, აჭარაში კარანტინში იმყოფება 1974 პირი. კარანტინი დატოვა 11 068-მა პირმა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1018 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 895 გამოჯანმრთელდა.