კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ექვსი აჭარაში გამოვლინდა. მათგან ორი იმპორტირებულია, სამი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია, კიდევ ერთი კი, ერთ-ერთი საკონდიტროს კონსულტანტია, მისი ინფიცირების წყარო უცნობია.
საკონდიტროს ის ფილიალი, სადაც ვირუსი დადასტურდა, დილიდან დაკეტილია. ფილიალის მენეჯერის, თამილა ბეჟანიძის განცხადებით, ფილიალის 70-მდე თანამშრომელი იზოლაციის რეჟიმშია.
ასევე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს კორონავირუსზე ტესტირება 50 პირს ჩაუტარდა და პასუხი გვიან ღამით გახდება ცნობილი.