კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 920 თბილისში გამოვლინდა, 700 იმერეთში, 586 კახეთში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 093 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 298 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.58%, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 093 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 592 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 501 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 270 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 652 677-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.75%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 298 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 608 861.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 396 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარა – 178, იმერეთი – 700, ქვემო ქართლი – 191, შიდა ქართლი – 149, გურია – 86, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 315, კახეთი – 586, მცხეთა-მთიანეთი – 50, სამცხე-ჯავახეთი – 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 394 საიდანაც: 5 153 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 747, აჭარაში – 470, იმერეთში – 1 255. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 154 პირი, მათ შორის, თბილისში – 371, აჭარაში – 81, იმერეთში – 412. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 262 პირი, მათგან თბილისში – 144, აჭარაში – 18, იმერეთში – 29. 907 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 515 – თბილისში, 189 – აჭარაში. 28 334 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 64 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 59, ხოლო აჭარაში – 5. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 14 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 256 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 271 ადამიანი.