კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 9 256 თბილისში გამოვლინდა, 2 219 იმერეთში, 1 523 აჭარაში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 64 412 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 397 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.5%, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 64 412 კვლევა ტესტით, მათ შორის 41 613 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 799 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 066 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 127 234. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.5%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 17.88% ხოლო 7 დღის მანძილზე – 22.10%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 397 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 986 928. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 870 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 256 შემთხვევა, აჭარა – 1 523, იმერეთი – 2 219, ქვემო ქართლი – 780, შიდა ქართლი – 775, გურია – 240, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 865, კახეთი – 683, მცხეთა-მთიანეთი – 289, სამცხე-ჯავახეთი – 388, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 48.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 125 410 საიდანაც: 4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 048, აჭარაში – 686, იმერეთში – 1 039. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 992 პირი, მათ შორის, თბილისში – 436, აჭარაში – 127, იმერეთში – 275. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 49, იმერეთში – 27. 2 143 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 233 – თბილისში, 661 – აჭარაში. 118 373 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – 4. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 27 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინი სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.