აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 2 025 პისიარტესტი ჩატარდა და 88 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამ ეტაპზე, მკურნალობას სტაციონარსა და კარანტინში 277 პაციენტი გადის.
ასევე, კარანტინში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 2 932 პირი.
13 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.