კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 8 972 თბილისში გამოვლინდა, 2 854 იმერეთში, 1 317 აჭარაში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 531 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 19 049 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 18 409 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.7%, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ამდინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 531 კვლევა ტესტით, მათ შორის 39 936 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 595 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 19 049 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 480 841.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.7%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 32.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 32.19%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 289 168.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 628 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 049 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 972 შემთხვევა, აჭარა – 1 317, იმერეთი – 2 854, ქვემო ქართლი – 842, შიდა ქართლი – 970, გურია – 710, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 272, კახეთი – 1 229, მცხეთა-მთიანეთი – 446, სამცხე-ჯავახეთი – 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 130.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 176 019 საიდანაც: 6 017 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 402, აჭარაში – 737, იმერეთში – 1 201. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 306 პირი, მათ შორის, თბილისში – 486, აჭარაში – 155, იმერეთში – 421. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 41, იმერეთში – 26. 1 309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 820 – თბილისში, 305 – აჭარაში. 168 693 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 10, ხოლო აჭარაში – 0“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.