კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 61 გურიაში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 61 გურიაში დაფიქსირდა

საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევიდან 61 გურიაში დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის არიან ბავშვებიც.

„მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. საეჭვო პაციენტების „პისიარ“ კვლევები გრძელდება. შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს. ნიმუშების ნაწილის კვლევა გურიაში ხორციელდება, ნაწილს კი ვაგზავნით ბათუმის ლაბორატორიაში“, –  განაცხადეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.