კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 53 გურიაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 53 გურიაში გამოვლინდა

ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევიდან 53 გურიაში გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება.

„ოზურგეთში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. გრძელდება მოსახლეობის გატესტვა. ვახორციელებთ „პისიარ“ კვლევებს. მოსახლეობას ასევე საშუალება აქვს, ჩაიტაროს სწრაფი ტესტიც. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილებაში.