კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 494 თბილისში გამოვლინდა, 154 იმერეთში, 87 კახეთში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 281 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 800 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.16%, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 281 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 180 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 101 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 099 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 638 790-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 12.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.41%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 800 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 591 180-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 595 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 494 შემთხვევა, აჭარა – 46, იმერეთი – 154, ქვემო ქართლი – 41, შიდა ქართლი – 79, გურია – 65, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 82, კახეთი – 87, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 989 საიდანაც, 1 068 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 518, აჭარაში – 67, იმერეთში – 222. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 306 პირი, მათ შორის, თბილისში – 154, აჭარაში – 43, იმერეთში – 52. 29 921 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.