კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 447 თბილისში გამოვლინდა, 143 იმერეთში, 99 სამეგრელო-ზემო სვანეთში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 614 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 067 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.87%, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 614 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 284 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 330 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 053 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 643 295-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.87%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.19% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.78%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 067 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 601 578-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 678 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 447 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 143, ქვემო ქართლი – 37, შიდა ქართლი – 65, გურია – 84, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 99, კახეთი – 76, მცხეთა-მთიანეთი – 28, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 013 საიდანაც, 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 388, აჭარაში – 55, იმერეთში – 177. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 208 პირი, მათ შორის, თბილისში – 119, აჭარაში – 28, იმერეთში – 33. 24 247 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.