კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 42 თბილისში, რვა სამეგრელო-ზემო სვანეთში, შვიდი კი იმერეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 42 თბილისში, რვა სამეგრელო-ზემო სვანეთში, შვიდი კი იმერეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 970 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 436 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 534 „პისიარ“ ტესტით.
ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 74 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 653 118-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.49%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.44% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.21%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 357 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 313-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 793 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 74 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 42 შემთხვევა, აჭარა – ხუთი, იმერეთი – შვიდი, ქვემო ქართლი -0, შიდა ქართლი – ერთი, გურია – ოთხი, სამეგრელო – ზემო სვანეთი – რვა, კახეთი – ოთხი, მცხეთა-მთიანეთი – ორი, სამცხე-ჯავახეთი – ერთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 986 საიდანაც, 347 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 191, აჭარაში – 19, იმერეთში – 80. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 75 პირი, მათ შორის, თბილისში – 48, აჭარაში – 12, იმერეთში – 5. 1 639 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.