კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 374 თბილისში გამოვლინდა, 105 იმერეთში, 81 სამეგრელო-ზემო სვანეთში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 553 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 817 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 017 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47%, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 553 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 030 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 523 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 817 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 644 112-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.64% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.45%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 017 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 604 595-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 681 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 817 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 374 შემთხვევა, აჭარა – 39, იმერეთი – 105, ქვემო ქართლი – 33, შიდა ქართლი – 44, გურია – 54, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 81, კახეთი – 53, მცხეთა-მთიანეთი – 22, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 22 810 საიდანაც, 738 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 387, აჭარაში – 53, იმერეთში – 152. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 205 პირი, მათ შორის, თბილისში – 118, აჭარაში – 27, იმერეთში – 33. 22 072 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.