საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან 31 გურიაში დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება.
„ოზურგეთში ვითარება მშვიდია და კონტროლს სრულად ექვემდებარება. გრძელდება მოსახლეობის გატესტვა. ვახორციელებთ „პისიარ“ კვლევებს. მოსახლეობას ასევე საშუალება აქვს, ჩაიტაროს სწრაფი ტესტიც. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილებაში.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 892 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 16 პაციენტი.
ამასთან, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა, აჭარაში – 31, იმერეთში – 170, ქვემო ქართლში – 51, შიდა ქართლი – 68, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 116, კახეთში – 50, მცხეთა-მთიანეთში – 17, სამცხე-ჯავახეთში -13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.