ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევიდან 30 გურიაში გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება.
„ოზურგეთში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. რამდენიმე ლოკაციაზე ხორციელდება მოსახლეობის გატესტვა. ვახორციელებთ „პისიარ“ კვლევებს. მოსახლეობას საშუალება აქვს, ჩაიტაროს სწრაფი ტესტიც. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილებაში.