კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 27 აჭარას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
ამ დროისთის, აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 122 პაციენტი მკურნალობს, საკარანტინო სივრცეში მეთვალყურეობის ქვეშ 18 პირი იმყოფება.
10 სექტემბრის მონაცემით, საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ცხრა პაციენტი.