კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 177 თბილისში გამოვლინდა, 43 იმერეთში, 36 კახეთში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 138 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 392 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 131 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.69%, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 138 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 804 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 334 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 392 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 651 969-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.82% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.53%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 131 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 846-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 779 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 392 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 43, ქვემო ქართლი – 17, შიდა ქართლი – 28, გურია – 31, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 24, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 318 საიდანაც, 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 227, აჭარაში – 21, იმერეთში – 75. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 89 პირი, მათ შორის, თბილისში – 54, აჭარაში – 17, იმერეთში – 8. 2 925 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.