კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 176 თბილისში გამოვლინდა, 50 იმერეთში, 29 კახეთში
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 17 343 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 352 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 070 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.03%, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 343 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 260 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 083 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 649 005-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, პირველი აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.03%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.04% ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.44%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 070 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 627 366-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 751 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა – 12, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 13, გურია – 17, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 19, კახეთი – 29, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 862 საიდანაც, 486 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 257, აჭარაში – 36, იმერეთში – 87. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 129 პირი, მათ შორის, თბილისში – 75, აჭარაში – 17, იმერეთში – 15. 4 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.